saqarTvelos uReltexilebi - samyinosReles uReltexili

კოორდინატები 42°18`13` ჩ. გ. 45°26`23` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული ახმეტის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3167 მ
ქედი კახეთის კავკასიონი
აკავშირებს სამყურისწყლისა და სტორის ხეობებს თუშეთის ალაზნის ხეობასთან
ამგებელი ქანები იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვები
ფლორა სუბალპური და ალპური მდელოები

 

სინონიმი: სამყინვროს წვერი.

უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3167 მ. სამყინოსღელეს მიდამოები აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. უღელტეხილი მდინარეების სამყურისწყლისა და სტორის ხეობებს აკავშირებს თუშეთის ალაზნის ხეობასთან.